Friday, October 31, 2014

დღე  მეცხრე
დღეს  ვისწავლეთ  გუგლ  დრაივში  ახალი ფოლდერის  დამატება  და  გაზიარება. , საქაღალდის  ატვირთვა  ბლოგზე.  კოლეგებმა  მოახდინეს    საკუთარი  პროექტების  პრეზენტაცია  და  შეაფასეს  სხვების.    ვფიქრობ   რომ  ძალიან  საინტერესო  კურსი  მოვისმინე  და  ნამდვილად  გამომადგება  ჩემს  საქმიანობაში.  მადლობა.
დღე  მერვე
გავწერეთ  პროექტის  აქტივობები, დავასრულეთ  გეგმის  შაბლონი.  ვისაუბეთ   დიფერენცირებულ  სწავლებაზე,  გარდნერის  თეორიაზე. ვისწავლეთ  ბლოგში  დიზაინის  შეცვლა  და  გაჯეტის  დამატება.

Friday, October 24, 2014

დღე  მეშვიდე
დღეს  შეფასების  დროის  ჩარჩოში    ჩავამატეთ  შეფასების  ფორმები, ვისწავლეთ  "უკუკავშირი",   რომელსაც  სარგებელი მოაქვს    იმ  მოსწავლისთვისაც  ვინც  მას  გასცემს  და  იმისთვისაც   ვინც  იღებს.  უკუკავშირის  პროცესში  მოსწავლე  უკეთ   აყალიბებს  მოსაზრებებს  და  პასუხობს  შეკითხვებს,  რაც  ვფიქრობ  ძალიან  მნიშვნელოვანი  დახმარება  იქნება  მათთვის  პროექტის  ფარგლებში.  .  დღის  ბოლოს  ფიქრი  დავიწყეთ  აქტივობებზე.  

Wednesday, October 22, 2014

დღე  მეექვსე
დღემ  როგორც  ყოველთვის  საინტერესოდ  ჩაიარა.     ვისაუბრეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  მნიშვნელობაზე  და  შევქმენით  ამ  ნაშრომის  ჩეკლისტი.  გავაანალიზეთ, რამდენად  მნიშვნელოვანია  რომ  ჩვენს  მიერ  მოსწავლეებისთვის  მიცემული  დავალება   იყოს  მაქსიმალურად  ვალიდური., რათა  მათ  ზუსტად  განსაზღვრონ  თუ  რა  მოლოდინი  გვაქვს  ჩვენ  მათგან    და  გააცნობიერონ  პროექტის  მნიშვნელობა  და  აუცილებლობა.

Wednesday, October 15, 2014

დღე  მეხუთე
დღეს  გავეცანით  "დროში  გაწერილი  შეფასების  დროის  ჩარჩოს"  მნიშვნელობას.   ამიერიდან  პროექტს  ვფიქრობ  უფრო  ნაყოფიერად  დავგეგმავ  და  განვახორციელებ და  სწორად  შევაფასებ  პროექტზე  მუშაობის  ყველა  ეტაპს.
  ასევე  გავიარეთ  შეფასების  მეთოდები  და  ინსტრუმენტები, რომელიც  დაყოფილი  იყო 5  კატეგორიად.,  რომელიც მნიშვნელოვანია  იმისთვის, რომ  პროექტის  მიმდინარეობა   ჯეროვნად  შევაფასო.  იგი  ასევე   მნიშვნელოვანია  მოსწავლეების    ჩართულობის  შესაფასებლად.

Friday, October 10, 2014

დღე  მეოთხე

დღევანდელმა  დღემაც  საინტერესოდ  ჩაიარა. გავეცანი  "google drive"-ში  მუშაობას,  ზოგადი  საკვანძო  სიტყვების    მოგონებას  და  შეყვანას, შემდეგ  გაზიარებას.

Wednesday, October 8, 2014

მესამე  დღე
დღეს  ჩემს ელექტრონულ პორტფოლიოს  კიდევ  ერთი საინტერესო  ფაილი  შევძინე.  ვისწავლე  ბუკლეტის  დამზადება,   რომელიც   ვფიქრობ  დამეხმარება  უფრო   საინტერესოდ   მივაწოდო  ჩემს  სამიზნე  ჯგუფს  დაგეგმილი  პროექტის   არსი,  დავანახო  მიზანი  თუ  რის  მიღწევას   ვგეგმავ    და  გავუზარდო  მოტივაცია  პროექტში  აქტიურად   ჩასართველად.

Friday, October 3, 2014

მეორე დღე

  ტრენინგის  მეორე  დღის  ბოლოს შემიძლია  ვთქვა, რომ    ვისწავლე  პორტფოლიოს  შექმნა , მასში  ფაილების  მოთავსება,  დოკუმენტების  შენახვა.    ვიცი  რა  უნარები  უვითარდებათ  ბავშვებს  პროექტზე  მუშაობის  დროს   და  ჩამომიყალიბდა  იდეა  თუ  რა  პროექტს  მოვამზადებ  მომავალი  დღეების  განმავლობაში.  

Wednesday, October 1, 2014

პირველი დღე:

   დავესწარი  ინტელის  მესამე ეტაპის  ტრენინგის  პირველ  დღეს.  ვისწავლე     ინტელის online   წიგნთან  მუშაობა,     რაც დამეხმარება  მომდევნო  დღეების   განმავლობაში  ვისწავლო პროექტის  შექმნა ,  რასაც  ვფიქრობ  ეფექტურად  გამოვიყენებ  საგაკვეთილო  პროცესში.        განსაკუთრებით  დამამახსოვრდა  ტერმინი  ნავიგაცია   და " 21-ე  საუკუნის  უნარჩვევებიდან"-   მომეწონა  კარიერული    უნარჩვევები.